ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. გრიბოედოვის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 70 წლამდე ქალი ხელის მოტეხილობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ტურისტია.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს