ეკონომიკის სამინისტრო ყველა შესაბამის ნაბიჯს დგამს და ლირის კურსი მალე გამყარდება - ნუმან ჰატიფოღუ

15 აგვისტო 2018, 00:00 2739 ნახვა

ლარის პარალელურად, თურქული ლირაც გაუფასურებას განაგრძობს. ლირის კურსი დღეს ევროსა და დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა. 

თურქული მხარე ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ეკონომიკური გუნდი მუშაობს.

ტრაპიზონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თურქული ვალუტის გაუფასურებაზე დღეს კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. ნუმან ჰატიფოღლუს განცხადებით, ლირის გასამყარებლად სახელმწიფო ყველა საჭირო ზომებს მიმართთავს.

„ეკონომიკური გუნდი მთლიანად ჩართულია საკითხის მოგვარებაში. ეს არის მესამე ძალების ზეწოლის შედეგი. საქართველოსა და თურქეთის ეკონიმიკის რყევა ორივე ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ეკონომიკის სამინისტრო ყველა შესაბამის ნაბიჯს დგამს და ლირის კურსი მალე გამყარდება“ - განაცხადა ტრაპიზონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუმან ჰატიფოღლუმ.

ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება დღეს 2 ლარი და 63 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია და 2 ლარსა და 65 თეთრამდე მერყეობს.

ლარმა გაუფასურება ერთი კვირაა წინ დაიწყო. მოქალაქები ამბობენ, რომ კურსის ცვლილებამ მათ ბიუჯეტზე უარყოფითი გავლენა უკვე იქონია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი