საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ 2018-ის ფარგლებში.
ქართველმა და ამერიკელმა ქვედანაყოფებმა თავდაცვითი ამოცანები შეასრულეს, გადალახეს საინჟინრო დაბრკოლებები, გაარღვიეს მავთულხლართები. სწავლებაში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერები“მონაწილეობდა.