პრეზიდენტი - „შინდისის ბრძოლა გმირობის სიმბოლოა“

11 აგვისტო 2018, 00:00 1358 ნახვა

10 წლის წინ სოფელ შინდისთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტმა. „ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა.

ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსოვნას.“-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი