ბათუმში ლიფტის ნაწილების ქურდობაზე გამოძიება დაიწყო

11 აგვისტო 2018, 00:00 1600 ნახვა

ბათუმში, მრავალსართულიანი სახლის ლიფტი გაქურდეს და დააზიანეს. შემთხვევა დღეს დილის ექვს საათზე მოხდა. დაუდგენელმა პირებმა, სახლის 25 სართულზე, ლიფტი დააზიანეს.წაიღეს ვიდეოკამერა, ლიფტის ძრავის პლატა და სხვა აქსესუარები.

კორპუსის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ლიფტის დაზიანება და ძვირადღირებული ნაწილებისა და აქსესუარების წაღება, ლიფტის მართვის კომპანიის შეცვლის ფაქტს უკავშირდებოდეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ამავე კატეგორიაში