ბათუმში მცხოვრები დევნილების ნაწილი ხელისუფლებისგან საცხოვრებელ სახლებს ითხოვს

10 აგვისტო 2018, 00:00 1911 ნახვა

ბათუმში მცხოვრები დევნილების ნაწილი ხელისუფლებისგან საცხოვრებელ სახლებს ითხოვს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ვეტერანები დღეს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ და  შუამდგომლობა სთხოვეს.

ხალხის რჩეულებს მათთვის კონკრეტული პასუხი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კომპენსირებული დევნილები თავშესაფრის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად აწყობენ, დეპუტატები  გაეცნენ მათ პრობლემებს მხოლოდ დღეს.

კობა ნაკაიძე აცხადებს, რომ ე.წ. კომპენსირებულ დევნილებს  საცხოვრებელი სახლებით ბათუმის მერია დაეხმარება პროექტ „იაფი საცხოვრისის“ ფარგლებში. მუხრან ვახტანგაძე კი მათ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას პირდება. ე.წ. კომპენსირებულ დევნილებს ხელისუფლებამ 2006 წელს  7000-7 000 დოლარი გადასცა. მათ სასტუმროები იძულებით დაატოვებინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი