ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო მთავრობის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ხანძრის შესახებ ოსური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, შესაძლოა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა გამხდარიყო.