ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

26 ივლისი 2018, 00:00 3264 ნახვა

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. უახლოეს მომავალში კი მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოიცემა. 

ძეგლის დადგმის მოთხოვნით “ქართულმა მარშმა” ბათუმის მერიას ხუთი თვის წინ მიმართა.

ცნობილია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, პროექტი მომზადდება და მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება, სავარაუდოდ, აგვისტოში დამტკიცდება. პროცედურების თანახმად გადაეგზავნება ბათუმის მერიას, თვითმმართველობა კი პროექტის ესკიზზე კონკურსს გამოაცხადებს. 

სულიკო თებიძე ვარაუდობს, რომ თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლიც, სწორედ 2019 წელს დაიდგმება. 

''ქართული მარში'' ბათუმის საკრებულოს განცხადებას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მარშის წევრებმა, რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ მერია დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას არ აპირებდა.

განახლებული:

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი