ეს იყო გულწრფელი ინტერვიუ და ყველა იმ შეკითხვას გაეცა პასუხები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს - ასე აფასებს მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუს.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ არ ჩქარობს პოლიტიკიდან წასვლას მოსწონთ თანაგუნდელებს. მმართველი გუნდისთვის გულწრფელი საუბარი მოგონილი თამაშია ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილისთვის.