მშენებლობის დროს დაშავებული კაცი საოპერაციოდ შეიყვანეს

23 ივლისი 2018, 00:00 2497 ნახვა

ხელვაჩაურში სახლის ჩამონგრევის დროს დაშავებული ერთ-ერთ მამაკაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის, მედეა მიმინოშვილის განცხადებით, 53 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას გულ-მკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმები აქვს. ასევე, ორივე ზედა კიდურის როგორ ღია, ისე დახურული მოტეხილობა. 

კიდევ ორი დაშავებული კი კლინიკა ''მედინაშია'' მოთავსებული. 

ხელვაჩაურში, მუსხელიშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობა, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ობიექტის მშენებლობა დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო და უკვე სრულდებოდა. 

ტერიტორიაზე კერძო სახლი შენდებოდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სახლის ჩამონგრევის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი