ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

23 ივლისი 2018, 00:00 2049 ნახვა

 ბათუმში, ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონეების ცნობით,  დილით ობიექტების მინები დაზიანებული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, ოთხივე მაღაზიიდან მხოლოდ თანხა არის წაღებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავეები დადგენილები არიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი