რამდენიმე საათია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში კითხავენ. არსებული ინფორმაციით კომისიის წევრებს აინტერესებთ რამდენად იყო მირზა სუბელიანი ჩართული გამოძიებაში და მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება ტენდენციურად. კომისიის წევრების თქმით თენგიზ კალანდიას მიმართ ყველა ის კითხვა დაისმება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.