დღეს სასამართლო, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არასრულწლოვანისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა. შეგახსენებთ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.