მაშველებმა ზღვიდან 14 წლის ბიჭი გამოიყვანეს

19 ივლისი 2018, 00:00 3592 ნახვა

ბათუმი-მახინჯაურის სანაპიროზე მაშველმა მირიან აფაქიძემ, 14 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა. 

არასრულწლოვანი სანაპიროდან 60 მეტრის მოშორებით ზღვაში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. 

ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით საქართველოში, ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი