“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით აჭარაში 10 პირი დააკავეს

18 ივლისი 2018, 00:00 3265 ნახვა

ქურდული გარჩევები, ფულის გამოძალვა, ზეწოლა, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი და წევრობა – 10 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარასა და თბილისში. ამასთან 1 წლის წინ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ე.წ. კანონიერ ქურდს, იგივე “ლავასოღლის” დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.

მინდია გორაძეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულები არიან 25 წლის, 26 წლის, 32 წლის, 36 წლის, 38 წლის ახალგაზრდები, ასევე დაკავებულია 62 წლის კაცი. რა ხდებოდა ქალაქში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში? მიყურადებით დადგენილი კომუნიკაცია და გარჩევებისა და გამოძალვის პოლიციის მიერ გასაჯაროვებული ვერსია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში