კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ''რობოტექნიკის'' ბანაკი ბავშვების თვითშემოქმედებით გაიხსნა

18 ივლისი 2018, 00:00 1895 ნახვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი ბავშვების თვითშემოქმედებით გაიხსნა. ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით მოსწავლეთა 5 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადში 290-მდე მოსწავლე იქნება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში  შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია გაწერილი. ერთი დღე კი, სამხედრო თემას დაეთმობა.

მოსწავლეებს ელექტრონიკის, რობოტექნიკისა და სამხედროს გაკვეთილები ჩაუტარდებათ. „მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი