ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნა

17 ივლისი 2018, 00:00 1627 ნახვა

შახტში მომხდარი შემთხვევისას დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი, ორის კი მძიმეა. მათ ხვალ და ზეგ ოპერაციებს ჩაუტარებენ. რაც შეეხება ტყიბულს, იქ გუშინ გამთენიისას 4 მეშახტე დაიღუპა, რის შემდეგაც გამოძიების დასრულებამდე პრემიერის გადაწყვეტილებით შახტები დაიხურა.

შახტების დახურვას აპროტესტებენ ტყიბულელები, ისინი გლოვის პარალელურად ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ რომ დახურვა გამოსავალი არ არის. ცნობისთვის შრომითი უსაფრთხოების გამკაცრების ნაწილზე შეწინააღმდეგებაში, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა, სწორედ ამ განცხადების შემდეგ თქვა პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს ისეთ კომპრომისებს რის გამოც ხალხია დახოცილი, იგი უნდა გადადგეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი