4  დაღუპული,  6  დაშავებული - აფეთქება  მინდელის  შახტში

16 ივლისი 2018, 00:00 2018 ნახვა

მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 მუშა დაიღუპა. დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ორი პაციენტი კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ერთი მოქალაქე მსუბუქად იყო დაშავებული და იგი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.

შსს- ცნობით,  მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პრემიერი ინიციატივით გამოძიების დასრულებამდე  ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღეს დაიხურება.  წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი.   

ამავე კატეგორიაში