“ოცნების” რჩეულის სავარაუდო პრეტენდენტები

14 ივლისი 2018, 00:00 1934 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძე შესაძლოა ერთადერთი კანდიდატი არ იყოს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი იმსჯელებს. სამოქალაქო სექტორის ნაწილმა გიორგი მარგველაშვილს უკვე შესთავაზა გოჩა გუგუნავას კანდიდატურა, თუმცა განიხილება კიდევ რამდენიმე, მათ შორის : არმაზ ახვლედიანი, ჯემალ ინაიშვილი და მალხაზ ნაკაშიძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციებს გამართავს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ სპექტრთან, მოისმენს მათ მოსაზრებებს, გაეცნობა შეთავაზებებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მიიღებს. ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ -ჯერობით კანდიდატებზე არ საუბრობენ. აცხადებენ, რომ პირველ რიგში მოლაპარაკებები რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან უნდა აწარმოონ. საბოლოო გადაწყვეტილებას გია აბულაძის თქმით სწორედ ერთიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი