ბათუმის მერიაში გამოცხადებულ კონკურსის მეორე ტურში მხოლოდ 11 კონკურსანტი გადავიდა. ქალაქის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსი სულ 28 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული , განაცხადი 813-მა პრეტენდენტმა შეიტანა.
პირველი ეტაპზე 230-მდე კანდიდატი შეირჩა, წერილობითი და ტესტური დავალების შემდეგ კი მათი რაოდენობა 30-მდე შემცირდა. გასაუბრების შემდეგ კი მეორე ეტაპზე მხოლოდ 11 გადავიდა. ბათუმის მერიამ რეორგანიზაციის შემდეგ კონკურსი 16 სხვადასხვა პოზიციებზე გამოაცხადა.