ამ წუთებში დასაქმების ფორუმი“ვინდჰემ ბათუმში” იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში 35-მდე დამსაქმებელი 2 000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით ჩაერთვება.
კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ სამუშაო ადგილებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს. ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.