მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, მათზე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმის დამტკიცება, ინფრასტრუქტურა, ეკონიმიკური განვითარება - ბათუმის მერიამ დღეს მუნიციპალიტეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქალაქის ვიცე-მერებმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თვითმმართველობის მომავალი 4 წლიანი მუშაობის გეგმაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. შეხვედრაზე, რომელსაც ძირითადად მერიის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა იყვენენ მოქალაქეებიც, მათ შორის ამხანაგობის თავმჯდომარეები.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არსი სწორედ მოქალაქეებზე მორგებული მუნიციპალური სერვისებია.
ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი 4 წლიანი დოკუმენტის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ განვითარების გეგმა მერიამ მოქალაქეების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა.