ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა

27 ივნისი 2018, 00:00 2361 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.  უბედური შემთხვევა დღეს დილით აგარაში მოხდა. გარდაცვლილია თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 2 თანამშრომლელი. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მედიკოსების ინფორმაციით სტაბილურად მძიმეა. პაციენტს თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების დაზიანება ცხვირის არეში, ასევე იდაყვის ძვლის ტრავმა აღენიშნება, თუმცა ექიმის თქმით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულია.

 გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.  დაღუპულები  და-ძმის გასვენებიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. გასულ შაბათს კი  ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიღუპნენ  და-ძმა თემურ და ლალი მახარაძეები, რომლებიც ოზურგეთში, სოფელ ნატანებში ბებიის გასვენებაში მოდიოდნენ. სწორედ დაღუპული ახალგაზრდების გასვენებიდან ბრუნდებოდნენ სამხედრო მოსამსახურეები გაბრიელ გვარჯალაძე და გიგო გარაყანიძე. ოთხივე დაღუპული სოფელ შემოქმედიდან  იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი