ავარიის დროს დაშავებული ტურისტი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ახალგაზრდა ქალს გუშინ, ძველ ბათუმში, ავტომობილი დაეჯახა.
მას მარჯვენა წვივის ძვლის მრავლობითი ღია მოტეხილობა ჰქონდა. ბათუმის ''მედ ცენტრში'' დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში კიდევ ორი დღე დარჩება.
შემთხვევა გუშინ, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, გზაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.