ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს პირველ ლედისთან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი

23 ივნისი 2018, 00:00 1585 ნახვა

ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს პირველ ლედისთან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. დაესწრნენ „გაუდეამუსს“, ტრადიციულ ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ესტონურ ენაზე მიულოცა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებში მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა.
 

განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატოს დაგეგმილი სამიტი იყო. ბრიუსელის სამიტი იყო მთავარი თემა ტარტუში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურებთან კომუნიკაციისასაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი