სამთავრობო ცვლილებები - კონსულტაციები უმრავლესობაში

22 ივნისი 2018, 00:00 1763 ნახვა

უკვე ერთი საათია “ქართული ოცნების” ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს რა ფორმითა და შემადგენლობით დარჩება მთავრობა და როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება სამინისტროები.  

საუბარია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებასა და საბიუჯეტო ხარჯის დაზოგვაზე. სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ კი იგეგმება ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში – საუბრობენ ახალი სახეების გამოჩენაზეც -  უმრავლესობის ლიდერებმა კომენტარები შეხვედრის დაწყებამდეც გააკეთეს

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში