ავარია ბათუმში - მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ

21 ივნისი 2018, 00:00 12215 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის და სულაბერიძის ქუჩების კვეთაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ერთ_ერთ მანქანაში, მიცუბიშის ფირმის ავტომობილში, ბავშვებიც იჯდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმიმადგენლების ინფორმაციით, ოთხმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის ორმა ბავშვმა და ფეხმძიმე ქალმა. დაშავებული მამაკაცი კი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები და ორსული ქალი „დედათა და ბავშვთა ცენტრაში“.

მედიკისების ინფორმაციით, ერთ მცირეწლოვანს ხელი აქვს მოტეხილი. მათი ტრავმები სიცოცხლისთვის შეუსაბამო არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის საქმზე გამოძიება 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი