მთავრობას, რომელსაც რამდენიმე კვირაში კვლავ შეცვლიან, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ენდობა – მამუკა ბახტაძესა და მის დროებით გუნდს, მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.
პრემიერ მინისტრისგან განსხვავებით იმ მინისტრების ნაწილი, რომლებიც ორი დღეა დეპუტატების კითხვებს პასუხობენ, ქვეყნის აღმასრულებელ რგოლში ცოტა ხანში აღარ იქნებიან. ამის შესახებ გაცხადებული აქვს ახლა უკვე ახალ პრემიერს და ყოფილ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს.
მხარი არ დაუჭირა და სამთავრობო პროგრამაც გააკრიტიკა ოპოზიციამ, უმცირესობა არ ელის რეალურ ცვლილებებს და აქცენტს მოსახლეობის პროტესტზე აკეთებს. კითხვები ბევრი იყო ბევრი მიმართულებით, მათ შორის კითხვები ჰქონდა უმრავლესობასაც.