ბუკნარში ავარიის დროს სამი მოქალაქე დაშავდა

20 ივნისი 2018, 00:00 5463 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ​ბუკნარში ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან 17 და 18 წლის მოზარდები. 

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, ორი დაშავებული ბათუმში დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. კიდევ ერთი მოქალაქე კი ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულებს დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. წინასწარი ინფორმაციით პაციენტებს მძიმე დაზიანებები და მოტეხილობები არ აქვთ. 

ბუკნარში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მოქალაქე დაშავდა. გამოძიება სისხლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ამავე კატეგორიაში