სტაბილურია ჩაქვში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 2 კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ორივე მათგანს ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში დღეს დილით ოპერაცია ჩაუტარდა.
კლინიკაში ისინი ხელისა და მენჯ-ბარძაყის არეში მოტეხილობებით მიიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ამჟამად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.