''ქართული ოცნების'' განცხადება

16 ივნისი 2018, 00:00 1347 ნახვა

“ქართული ოცნება” ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ემიჯნება და დესტრუქციულ ქმედებებს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს.

პარტია განცხადებას ავრცელებს: “ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას. ყველა მსგავს ინციდენტზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას. მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს - ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია.”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი