სოფელ ცხმორისში ვასაძეების საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა

14 ივნისი 2018, 00:00 1436 ნახვა

სოფელ ცხმორისში ვასაძეების საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა - ინფორმაციას  ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.  " სამწუხაროდ, ხის ერთსართულიანი სახლის და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა,  საბედნიეროდ ოჯახის წევრები არ დაშავებულან, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის პირველი პირები", -  წერია ქედის მერიის განცხადებაში. 

სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სახლში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა,  ლევან ვასაძის 4 წევრიან ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი