შავი და კასპიის ზღვების მე-5 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს შერატონში. ფორუმის მთავარი თემა რეგიონში სატრანსპორტო ლოჯისტიკაა. შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების პორტებისა და ტერმინალების განვითარება; პორტების გამტაუნარიანობის ამაღლება- ეს ის თემებია, რომელბზეც მომხსენებლები ღონისძიების ფარგლებში საუბრობენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე, სარკინიგზო- საკონტეინერო გადაზიდვებზე ევროპის, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის. მთავარ გამოწვევად სატრანსპორტო დერეფანში სატრანზიტო გადაზიდვების შემცირება დასახელდა, მიზეზი კი ალტერნატიული დერეფნების მხრიდან მაღალი კონკურენციაა. მე-5 საერთაშორისო ფორუმს დელეგატები 15 ქყეყნიდან ესწრებიან .