ბოლო გაფრთხილება გარემოვაჭრეებს

12 ივნისი 2018, 00:00 1812 ნახვა

ბათუმის მერია წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს და სავაჭროდ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლას სთავაზობს. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქი გარევაჭრობისგან უნდა გათავისუფლდეს და მუნიციპალიტეტი ამ კუთხით დათმობას აღარ აპირებს.

ჯუმბერ კობალაძის თქმით, გარემოვაჭრეებთან არაერთი შეხვედრა გამართეს, მოლაპარაკებები აწარმოეს და მათი მოთხოვნებიც გაითვალისწინეს. როგორც ამბობს გარემოვაჭრეებმა ავტოსადგურის ტერიტორიაზე შესაბამისი პირობები და გარე პერიმეტრზე ჯიხურები მოითხოვეს, რასაც მერია დათანხმდა, თუმცა მისი თქმით, გარემოვაჭრეებმა ბოლო წუთს აზრი შეიცვალეს და წერეთლის ქუჩის დატოვებაზე ისევ უარს აცხადებენ. ჯუმბერ კობალაძე ამბობს, რომ ყველა ვადა ამოიწურა და საჭიროების შემთხვევაში მერია ქუჩიდან სავაჭრო დახლებს იძულების წესით აალაგებს.

ტერიტორიის დატოვებას არცერთი მეთოდით არ აპირებენ გარემოვაჭრეები. მათი თქმით, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლენ თუ მათთვის იქ სპეციალურ ჯიხურებს განათავსებენ.  

ამავე კატეგორიაში