ტურნირი შოტოკან კარატე დო-ში

04 ივნისი 2018, 00:00 2129 ნახვა

5 კლასის საერთაშორისო ტურნირი შოტოკან კარატე დო-ში, რომელიც ტრადიციულია და ჩვენს ქალაქში მე-4 იმართება. ტურნირში 7 ქვეყნის 200 სპორტსმენი, მსოფლიო, ევროპის და აზიის ჩემპიონები მონაწილეობენ. ტურნირი შოტოკან კარატე დო-ს 4 სახეობაში მიმდინარეობს. 1. კატები, 2. კუმიტე, 3. ჯუ-კუმიტე, 4. შუ ჰუ იპონი.

ტურნირს შოტოკან კარატე დო-ს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, შეფ ინსტრუქტორი, 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი, შავი ქამრის მე-9 დანის მფლობელი ხიტოში კაპუია ესწრებოდა, რომელიც 3 დღის განმავლობაში ტურნირის მონაწილეებს სემინარს უტარებს. ტურნირის ორგანიზატორები არიან ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ფედერაცია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი