ზაზა სარალიძის მხარდამჭერები პროკურატურიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან

31 მაისი 2018, 00:00 1757 ნახვა

ზაზა სარალიძის მხარდამჭერები პროკურატურიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიიწევენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სოლიდარობის ნიშნად გზაზე ავტომობილებილები ჩერდებიან და საყვირის ხმები ისმის. სარალიძის თქმით, მთავარი პროკურორის გადადგომა არაფერს ნიშნავს.




"ერთი ადამიანის გადადგომა არაფერს შეცვლის, სისტემა უნდა დაინგრეს. შოთაძე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რომელიც ამ საქმის მთავარი გამყალბებელი იყო. მე არ მაკმაყოფილებს მისი გადადგომა. გადადგა თბილად დაჯდეს ბუხართან – არა, პასუხისგებაში მიეცეს დაუყონებლივ. ციხეში შოთაძე სისტემა უნდა დაინგრეს. აქცია გაგრძელდება. ჩვენ გადავინაცვლებთ მთვარობის სახლთან და მოვითხოვთ დამნაშავეების დასჯას.“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი