ბათუმში ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება

30 მაისი 2018, 00:00 1524 ნახვა

ბათუმში ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება. ქალაქში 450-ის ნაცვლად 225 მიკროავტობუსი იმოძრავებს. მათ დაუყენდებათ ჯიპიარესები და მხოლოდ გაჩერებებზე ჩამოსვამენ მგზავრებს. დაიწყება მუნიციპალური ავტობუსების ოპტიმიზაციაც. ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მოეწყობა სპეციალური გზა ავტობუსისთვის, სადაც მარტო საქალაქო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს.

სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეღარ იმოძრავებენ, მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩით გადაადგილდებიან. რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე საათობრივი საპარკინგე სისტემა იმუშავებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი