ფოტოატელიეს ნაცვლად კაფე-ბარი - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

29 მაისი 2018, 00:00 4922 ნახვა

ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად მიღებული  გადაწყვეტილება რომელიც ბულვარს ეხება – დღეს ბათუმის მერიამ თანხმობა მიიღო საკრებულოსგან იჯარით კერძო პირზე გასცეს ძველი ბულვარის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი, იგივე ფოტოატელიე და ბამბუკების ხეივნის მიმდებარე ტერიტორია. იქ ინიციატორი კომპლექსური დასასვენებელი სივრცის მოწყობას გეგმავს, მათ შორისაა კაფე-ბარი.

ფაქტით შეშფოთებულია ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ეთერ მაჭუტაძე, ამბობს რომ ყველაფერს გააკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად. ტერიტორიის იჯარით შესაძლო გაცემის ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სამოქალაქო საზოგადოებაშიც. ეს არ იყო ერთადერთი საკითხი რასაც დღეს ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი