საატესტატო გამოცდები 11 000-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

28 მაისი 2018, 00:00 1448 ნახვა

საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 11 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა. მონაცემები გასული წლის ანალოგიურია. მათგან 2 ათას 410 აპლიკანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იყო რეგისტრირებული და შესაბამისად ისინი მისაღებ გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებენ.

საატესტატო გამოცდებს მეთორმეტეკლასელებთან ერთად ის მოსწავლეებიც აბარებდნენ, რომლებმაც გასულ წლებში რომელიმე საგანში ბარიერი ვერ გადალახეს. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემები ასეთია: მონაწილეთა ყველაზე მეტი 12% ჩაიჭრა მათემატიკასა და უცხო ენაში, ისტორია 96-მა, ქართული ენა და ლიტერატურა კი 97%-მა  პროცენტმა ჩააბარა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი