''ჩვენ გულწრფელად გვიხარია თანამედროვე საქართველოს მიღწევები და მუდმივად მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად'' - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 მაისი 2018, 00:00 1459 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. "დღეს ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობა წარმატებულად და დინამიკურად ვითარდება. ეს ურთიერთობა ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.

ქართული კულტურა, მდიდარი ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა ბელარუს ხალხს საქართველოს მიმართ თბილ გრძნობებს აღუძრავს. ჩვენ გულწრფელად გვიხარია თანამედროვე საქართველოს მიღწევები და მუდმივად მზად ვართ საქართველოს მხარდასაჭერად. ვიმედოვნებთ, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა, ღია დიალოგი და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“-აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო მილოცვაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი