გუშინ გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მახინჯაურში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული არასრულწლოვანები ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი კი მედიკოსებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.