აუდიტის ანგარიში საქართველოს მთავრობის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ

22 მაისი 2018, 00:00 1900 ნახვა

კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ხარვეზებით – ასე შეაფასა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქვეყნის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დოკუმენტი ცოტა ხნის წინ პარლამენტს გადაეგზავნა.

მაკონტროლებელი ორგანო მიუთითებს რამდენიმე გამოსასწორებელ ფაქტორზე, მათ შორის სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის არსებობაზე, წლის ბოლოს დარჩენილი თანხის დაჩქარებული წესით ათვისების დამკვიდრებულ პრაქტიკასა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე, ასევე აუთვისებელ საინვესტიციო პროექტებზე.

ფინანსური საკრედიტო რესურსის აუთვისებლობის ნაწილში მოხვდა აჭარა, უფრო კონკრეტულად კი “მყარი ნარჩენების მართვის პროექტი,” რომლის განხორციელებაც არ დაწყებულა და ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზა, რომლისთვის გამოყოფილი თანხაც დღემდე არაა სრულად ათვისებული.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი