თევზაობის დროს დაშავებული  მოზარდის  მდგომარეობა  მძიმეა

21 მაისი 2018, 00:00 2271 ნახვა

თბილისის დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და კრიტიკულია. ხოლო მეორე მოზარდისა და კაცის ჯანმრთელობა ასევე მძიმეა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.

შემთხვევა 19 მაისს მოხდა, მედიკოსების ინფორმაციით,  თევზაობის დროს ანკესი სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გამოედო და აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. პაციენტები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში იმავე დღეს გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი