ანგისაში მომხდარი ინციდენტისას სამივე დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

20 მაისი 2018, 00:00 1788 ნახვა

მძიმეა ანგისის დასახლებაში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამივე დაშავებული  თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სხეულის 80 %-მდე დამწვრობა აღენიშნება შემთხვევა გუშინ ბათუმში ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო და მოკლე ჩართვა მოხდა. თავდაპირველად დაშავებული კაცი რეფერალურ საავადმყოფოში, მოზარდები კი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში  მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანეს.

გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია ენერგო პრო ჯორჯიამ. მათი განცხადებით მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით მდინარეზე, ხიდიდან თევზაობისას ახალგაზრდების დაშავება, გადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი