აჭარის  რეკლამა  Deutsche Welle–ს  ეთერში

18 მაისი 2018, 00:00 2587 ნახვა

აჭარის რეგიონის შესახებ რეკლამა “Deutsche Welle-ს'' ეთერში გადის . აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, “Deutsche Welle-სთან'' თანაშრომლობა  მაისიდან დაიწყო და სატელევიზიო რეკლამა ათასობით პოტენციურ ტურისტს დააინტერესებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიაში მეორე წელია ანხორციელებს.

სატელევიზიო რეკლამის გარდა, რეგიონის პოზიციონირება ამ ეტაპზე ფრაქნფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტორებს  საქართველოსა და აჭარას აცნობენ. გარდა აჭარის სატელევიზიო რეკლამისა, 2 ივნისიდან 9 ივნისამდე  Deutsche Welle–ს სატელევიზიო, სამოგზაურო ჟურნალი „Check-in Meet a local” მაყურებლებს აჭარაში ამოგზაურებს.

გადაცემის ჟურნალისტმა ელიზაბეტ კოეტერმა ბათუმელ კოკა მეგრელიძესთან ერთად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, ქედის ვენახებში იმოგზაურა. მის ობიექტივში ასევე მოხვდა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი და ქართული ფოლკლორი.

აჭარის რეგიონის შესახებ რეკლამა  უკვე გავიდა BBC-სა და ევრონიუსზე.

 

ამავე კატეგორიაში