ბათუმის მერიამ გორგილაძის 12 ნომერში ტროტუარი გადაკეტა /ფოტო/

22 მაისი 2018, 00:00 3270 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 12 ნომერში, კეთილმოწყობის სამსახურმა  ტროტუარზე გადადგილება შეზღუდა.  ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ  მისამართზე, ავარიული სახლიდან  ბათქაში ცვივა და მოქალაქეების გადაადგილება საშიშია.  

''აღნიშნულ მისამართზე ავარიული სახლია.  მიმდინარეობს მისი შესწავლა, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ'' - განმარტა  ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მოქიამ 

ტროტუარი რკინის ჯებირითაა შემოსაზღვრული, რის გამოც მოქალაქეებს  გადაადგილება ავტომანქანის სავალ ნაწილზე უხდებათ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სამანქანე გზაზე გადაადგილებაც საფრთხის შემცველია.

ბათუმი გორგილაძის ქუჩა

ამავე კატეგორიაში