ანსამბლი ''ხიხანი'' ''ევრო-ფოლკი 2016''-ის გრანპრის მფლომელია

10 ივლისი 2016, 00:00 6032 ნახვა

,,ევრო ფოლკი -2016"-ის გრანპრის მფლობელი ანსამბლი ,,ხიხანი" გახდა. ევროპის ჩემპიონატი ფოლკლორში ბულგარეთში გაიმართა. მასში 20-მდე ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლოლური ანსამბლები მონაწილეობდნენ. საქართველოს წელს ჩემპიონატზე მხოლოდ ბათუმი წარმოადგენდა. ანსამბლი ,,ხიხანი" ბულგარეთში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდა და პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. ანსამბლს ფულადი ჯილდო, ოქროს მედლები და სიგელები გადაეცა. ჯგუფი ფესტივალზე რამდენიმე ნომრით წარსდგა, ერთ-ერთი აჭარული ,,განდაგანა" იყო, რომელმაც ჟიურის და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

ამავე კატეგორიაში