კანონი, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას განსაზღვრავს სავარაუდოდ ორ კვირაში მომზადდება, ივნისის ბოლომდე კი მას პარლამენტი მიიღებს. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ის, რომ სახელმწიფო კონკრეტულ შედეგებს დადებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ამის პირობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზეც დადო.
მიუხედავად მმართველი გუნდის ასეთი მზაობისა, ქართულ ოცნების დეპუტატების ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს. სწორედ უმრავლესობის წევრების ინიციატივით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა რამდენჯერმე გადაიდო.