მზადება ტურისტული სეზონისთვის

14 მაისი 2018, 00:00 2094 ნახვა

მზადება ტურისტული სეზონისთვის. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ტურისტული სეზონისთვის დაირგვება ნახევარი მილიონი ყვავილი, წლის ბოლომდე კი 3 ათასი ძირი ხე-მცენარე. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შეიღებება ველობილიკები, მიმდინარეობს მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიცირების სისტემის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყო ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები და  გაძლიერდა მაწანწალა ცხოველების მონიტორინგი. ეს და სხვა საკითხი ქალაქის მერმა  შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვედრაზე განიხილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი