ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზი დაასახელა

11 მაისი 2018, 00:00 1790 ნახვა

“მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა” – ასე დაიწყო პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლა. ყოფილ პრემიერსა და პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, დღეს იმის ახსნა მოუხდა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

კრიტიკისა და წარსულის შეფასების კვალდაკვალ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ არასახარბიელო ვითარებაზე და ეს ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა.

სამეულში მოხვდა მისი შეფასებით ოპონენტების დესტრუქციული ქმედებები და ხელისუფლებაში არსებული გაუგებრობა. ბევრი ისაუბრა დემოკრატიაზე და იმაზე რომ ეს ამ ხელისუფლების მონაპოვარია.

ისაუბრა მედიის თავისუფლებაზეც, თუმცა ამასთანავე თქვა რომ ამუშავდა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანა. გააკრიტიკა პოლიტიკოსები და ექსპერტები. თქვა რომ მართული მედიის გავლით ისინი მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობას.

ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების” დელეგატებმა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ფეხზე დამდგარი აირჩიეს და გრძელი ტაშიც მიუძღვნეს. რისი თქმა შეძლო არსებული ბევრი კითხვის ფონზე ჟურნალისტებთან და რა თქვა ტრიბუნასთან

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი